ონკოლოგიურ დაავადებათა ულტრაბგერით დიაგნოსტიკას ენიჭება წამყვანი როლი ყველა სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებს შორის. მართალია, ხშირ შემთხვევაში პირველადი ონკოწარმონაქმნის ან მისი მეტასტაზების ექოსკოპიური კვლევისას დანახვა უკვე მის მესამე - მეოთხე სტადიაზე მიუთითებს, მაგრამ დროული და რეგულარული ექოსკოპიური გამოკვლევების საშუალებით (განსაკუთრებით როდესაც დამძიმებულია პაციენტის გენიოლოგიური ანამნეზი) შესაძლებელია დავაფიქსიროთ კონკრეტული ორგანოს (ან უკვე დიაგნოსტირებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნის) გაავთვისებიანობის (მალეგნიზაციის) დასაწყისი, ან კიბოს წინამორბედი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სრული განკურნება ოპერაციული ან კონსერვატიული გზით. მაგალითად, ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლებში, ატიპიური ჰიპერპლაზია ან ტროფობლასტური დაავადება (ბუშტნამქერი) საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს ყელის კედლების გასქელება ლორწოვანი გარსის არაერთგვაროვნობით, ქრონიკულად ზრდადი ფოლიკულარული კისტის კედლების გასქელება და კედლისპირული ერთეული ქსოვილოვანი ელემენტების გაჩენა და ა.შ. - ყველა ეს შემთხვევა შესაბამისი ორგანოს გაავთვისებიანობის დასაწყისია და განვითარების ამ სტადიაზე სრულად განკურნებადია. არსებობს მრავალი ექოსკოპიური ონკომარკერი, რომლის საშუალებითაც ექოსკოპისტს შეუძ¦ია სიმსივნური უბნის ვერ დანახვის შემთხვევაშიც კი ივარაუდოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა.
|